Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 

                                                                                                                                    

№ 20/29 - 01

 04.07.2025
ქ.თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  სამაგისტრო პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ პროფესიული (პრაქტიკული) ნაშრომის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.    შეიქმნას სამაგისტრო პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ პროფესიული (პრაქტიკული) ნაშრომის დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი, კომისიის წევრი;
გ) სოციალური მეცნიერების დოქტორი - კონსტანტინე პეტრიაშვილი, კომისიის წევრი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კვირკაშვილი ელისო - მდივანი.

2. სამაგისტრო პროგრამაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ პროფესიული (პრაქტიკული) ნაშრომის დაცვა განხორციელდება 2025 წლის 24 ივლისს., 11:00 სთ., შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივესიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 609.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი         პროფესორი               გიორგი ღაღანიძე